კირილ ბუდანოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - წინ მივიწევთ
დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებით ისეთ რამეს შევიმუშავებთ, რითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილი ვიქნებით
საბა სხვიტარიძე - არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი - როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტრამპი წითელ ხაზებს კვეთს
ანდრო ჭიჭინაძე - გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია
24 იანვრამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება
დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა
დონალდ ტრამპი - ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთისა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე

დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებით ისეთ რამეს შევიმუშავებთ, რითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილი ვიქნებით

21.01.2026 ნახვები: 198

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეიმუშავებს გეგმას, რომლითაც ნატო კმაყოფილი იქნება.

„ვფიქრობ, ისეთ რამეს შევიმუშავებთ, რითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილი ვიქნებით“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, როდესაც დაუსვეს კითხვა, დაშლის თუ არა გრენლანდიის შეძენის მისი მცდელობა ალიანსს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„ეს ჩვენ გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მსოფლიო უსაფრთხოებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რაღაც მოხდება, რაც ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. არავის გაუკეთებია ნატო-სთვის ჩემზე მეტი, როგორც ადრე ვთქვი, ყველანაირი თვალსაზრისით“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა