შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის - თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაციამ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა, ახლა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს
თბილისის მერია - ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ მთლად ისე ნუ მოგვექცევით - ბიძინა მოგვპაროთ“, სახეზე გვაქვს
კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ტარიფების საკითხზე ისაუბრეს
ამინდი 19 იანვარს
ირაკლი ხმალაძე - „ქვეყანა დატოვა დაჭერის შიშით“... ეს რაღა მომიგონეთ?

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის - თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა

19.01.2026 ნახვები: 197

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ამ დრომდე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. უსაფრთხოების მიზნით, შუამთის მონატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია მობილიზებულია და ამ მიმართულებით მოძრაობას აკონტროლებს.

განსაკუთრებით უხვი ნალექია თელავში, სადაც მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა, შეფერხებაა ცენტრალურ ქუჩებზეც.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

რეგიონში აბონენტთა ნაწილს დენი არ მიეწოდება. „ენერგო - პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმით მუშაობენ და მოსახლეობას დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველა პრობლემურ მონაკვეთზე იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა