დონალდ ტრამპი - აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა, ეს კაცი ავადმყოფია
ფიგურული ციგურაობა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია
Reuters - ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს
მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად დასახელდნენ
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი
დონალდ ტრამპი - გრენლანდიის საკითხზე ნატო-ს ვესაუბრებით
ბაჩო ახალაია - სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება
ვოლოდიმირ ზელენსკი - დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმებს ამზადებენ

ფიგურული ციგურაობა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია

17.01.2026 ნახვები: 197

ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე პირველ ადგილზე იყო 91.28 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ კომენტარი გააკეთა.

„ცოტას ვნერვიულობდი, სანამ გამოვიდოდი, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჩემი მწვრთნელების სიტყვები, შევიგრძენი მომენტი და გავაკეთე ყველაფერი ამ შესანიშნავი მაყურებლისთვის.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას გამოსვლა საოცარი იყო. ლუკა ჩემი ნათლიაა და ჩვენ ჩემპიონები გავხდით“, – აღნიშნა ეგაძემ.

ნიკა ეგაძე ერთეულთა შორის ისტორიაში პირველი მამაკაცია, რომელმაც საქართველოს დელეგაციას ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოუტანა. შეფილდში მიმდინარე ტურნირზე წყვილთა შორის ჩემპიონები გახდნენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

შეგახსენებთ, რომ შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.

მოგვიანებით რიტმულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა