Road accident involving Ukrainian bus in Hungary injures 19, two in serious condition
Zelensky: Ukrainian Navy holding the line on water, land, and in the sky
Ukrainian air defense neutralizes 117 of 157 drones launched by Russia overnight
War update: 200 clashes on front lines in past 24 hours, fiercest fighting in Pokrovsk, Lyman sectors
Russia’s military casualty toll in Ukraine up by 1,180 in past day
Russia exploits AI in circulating propaganda - Ukraine intel
Enemy tactics in Sumy region failing – SBGS spokesperson
Ukrainian drone with laser targeting approved for use by Ukraine’s Defense Forces

წალენჯიხის მერია - ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა

06.07.2025 ნახვები: 259

არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ „ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს,

რადგან ეს მათი მმართველობის ლეგიტიმაციის ძირითადი საფუძველია - ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ,- ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმადვე, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება ხალხისა და ქვეყნის ღალატია.

„ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი!

ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული სახელმწიფო დემოკრატიული და დასავლური მომავლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მივიჩნევთ, რომ გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია:

ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს!

იმ ფონზე, როდესაც „ოცნების” ცესკო სრულად აკონტროლებს საარჩევნო ელექტრონულ მოწყობილობებს, მართავს მათ, წერს საარჩევნო სიებს, დეტალურად აღრიცხავს ამომრჩეველს, აპარატებს იყენებს გაყალბების მაღალტექნოლოგიურ იარაღად და ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიმე ქალაქის „გამოგლეჯვაზე" საუბარი სასაცილოა.

ამ ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების ერთადერთი შედეგი იქნება უპირობო წაგება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავება. პარალელურად, მოხდება ოპოზიციური ძალების სრული დემორალიზება და დამარცხება და ყველაფერ ამის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება!

დღეს აუცილებელია არჩევანი და ეს არჩევანი მარტივია:

მხარდაჭერა თავისუფლებას, ან კომფორტული მონაწილეობა ოკუპანტის თამაშში.

არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ „ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს ნაბიჯი მათი მმართველობის ლეგიტიმაციის ძირითადი საფუძველია.

წალენჯიხაში ძირითადი მმართველი პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ჩვენ ბოლომდე ერთგული ვრჩებით ეროვნული ღირებულებების და დასავლური პრინციპების. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასოდეს ვითანამშრომლებთ რუსულ რეჟიმთან, მას არც საარჩევნო კომფორტს შევუქმნით და არც - ფსევდოლეგიტიმაციის ილუზიას”,- ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა