Road accident involving Ukrainian bus in Hungary injures 19, two in serious condition
Zelensky: Ukrainian Navy holding the line on water, land, and in the sky
Ukrainian air defense neutralizes 117 of 157 drones launched by Russia overnight
War update: 200 clashes on front lines in past 24 hours, fiercest fighting in Pokrovsk, Lyman sectors
Russia’s military casualty toll in Ukraine up by 1,180 in past day
Russia exploits AI in circulating propaganda - Ukraine intel
Enemy tactics in Sumy region failing – SBGS spokesperson
Ukrainian drone with laser targeting approved for use by Ukraine’s Defense Forces

თინა ბოკუჩავა - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი, რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის

05.07.2025 ნახვები: 228

ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის - არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბოკუჩავას თქმით, „დღეს „ლელოს“ მორალური სიკვდილი ვიხილეთ“.

„ძალიან სამწუხაროა. უკიდურესად. „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.

ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.

არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.

დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“,- წერს ბოკუჩავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა