სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ
War update: 185 clashes recorded along the front in past day, 58 in Pokrovsk sector
Russia suffers another 1,000 casualties, loses 21 artillery systems in Ukraine in past day
Ukraine seeing larger numbers of anti-Ukrainian propaganda literature published in Russia
Kallas once again calls on China to stop supporting Russia's war, which threatens European security
Battalion command suspected of embezzling nearly UAH 100M arrested in Odesa region

ანდრეი სიბიგა - ერთადერთი გზა აიძულო რუსეთი, ომი დაასრულოს, მასზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერებაა

03.07.2025 ნახვები: 211

ერთადერთი გზა, აიძულო რუსეთი, ომი დაასრულოს, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერებაა - ახლა სუსტი გადაწყვეტილებების დრო არ არის. ახლა მოსკოვისთვის ძალის ჩვენებისა და სწორი სიგნალების გაგზავნის დროა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ივნისში რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და თემების წინააღმდეგ 330-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის 80-მდე ბალისტიკური რაკეტა, გაუშვა და ასევე 5 000-ზე მეტი საბრძოლო დრონი და 5 000 ბომბი გამოიყენა.

„ტერორის ეს მასშტაბი აჩვენებს რუსეთის მხრიდან იმ სამშვიდობო ძალისხმევის აშკარა უარყოფას, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება. ერთადერთი გზა, აიძულო რუსეთი, ომი დაასრულოს, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერებაა. დრონების, ბომბებისა და რაკეტების, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების, ასეთი დიდი რაოდენობა ადასტურებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას. გვჭირდება რაკეტების მეტი ჩამჭრელი და სისტემა. ასევე მზად ვართ, შევიძინოთ ან დავიქირავოთ ისინი“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე, მაგრამ რუსული ტერორის მასშტაბის გათვალისწინებით, მას პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ უკრაინის თავდაცვის წარმოებაში, მათ შორის დრონებსა და საჰაერო თავდაცვაში, ინვესტიციების გაზრდისკენ. უკრაინა აქტიურად მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე, მაგრამ რუსული ტერორის მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ ახლავე გვჭირდება მხარდაჭერა. რუსეთის დაუნდობელი დარტყმების სამიზნე ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობაა, მათ შორის ქალები და ბავშვები, ასევე სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი უბნები. გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა. ახლა სუსტი გადაწყვეტილებების დრო არ არის. ახლა მოსკოვისთვის ძალის ჩვენებისა და სწორი სიგნალების გაგზავნის დროა“, - აცხადებს სიბიგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა