თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება
ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
German foreign minister hands over aid to Ukrainian Interior Ministry units
Ukrainian air defense developments to be integrated with NASAMS systems
Russia blocks 15 European media outlets in response to EU sanctions
Kremlin propaganda set to intensify campaign to discredit Ukraine's European integration - CCD

კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.7 მილიარდი დოლარი გადასცა

01.07.2025 ნახვები: 218

კანადამ უკრაინას, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, გაყინული რუსული აქტივებიდან დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

პრემიერის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან, ERA ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი (2.3 მილიარდი კანადური დოლარი) მიიღო, რაც დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით არის უზრუნველყოფილი.

შმიგალის განცხადებით, ამ ტრანშთან ერთად, უკრაინამ, წლის დასაწყისიდან, რუსეთის ფედერაციის გატინული აქტივებიდან უკვე მიიღო დაახლოებით 17.6 მილიარდი დოლარი.

„მადლობელი ვარ კანადის, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული სახსრების სრულ კონფისკაციას. ისინი საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, - წერს დენის შმიგალი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა