მარკ კულსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება
ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
German foreign minister hands over aid to Ukrainian Interior Ministry units
Ukrainian air defense developments to be integrated with NASAMS systems
Russia blocks 15 European media outlets in response to EU sanctions

ელენე ხოშტარია - როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა

30.06.2025 ნახვები: 260

მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა - მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა, რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა“.

„მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე მაქვს ნათქვამი, რა არის პოლიტიკური ამოცანები. პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა, რაშიც მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული. ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე ამ ართანამშრომლობის საკითხში - პარლამენტში იქნებოდა ეს თუ კომისიაზე - ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დღეს გადამწყვეტია, რომ რეჟიმი, რომელიც ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს ჩვენი აქტიური მოქმედებებით. მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მითუმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლა არ არის, ეს არის ყველა მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის ბრძოლა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიამ ისაუბრა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე და აღნიშნა, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო.

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო - იყო ბევრი ადამიანი, იყო კიდევ ერთი განაცხადი, რომ ხალხი აგრძელებს ბრძოლას, იყო პოლიტიკური სპექტრის განაცხადი, რომ ვართ ერთად და მივდივართ იმ მთავარი მიზნისკენ, რომ ერთობას ჰქონდეს კონკრეტული მოქმედების სახე და დარწმუნებული ვარ, მალე ასეც იქნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა