ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს

30.06.2025 ნახვები: 516

პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს.

როგორც ბურჭულაძემ განმარტა, მათ სურთ, მოიწვიონ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა.

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია. ეს წარმოუდგენელია, რომ დიდი ხანი გაგრძელდეს. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ყრილობისთვის, რომლის ჩატარებაც გვინდა, მოგვცენ ბორის პაიჭაძის სტადიონი, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება, რომ დავეტიოთ. ამიტომ შევიტანეთ ეს განცხადება. ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ამიტომ გვინდა მოვიწვიოთ ყრილობა 4 ოქტომბერს, როდესაც თითქოს არჩევნები უნდა ყოფილიყო. გვინდა, მოვიწვიოთ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის მერია მის განცხადებას, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ითხოვენ, ამიტომ არ აქვს უარის მოლოდინი.

„ვერ წარმომიდგენია, მერიამ რატომ უნდა გვითხრას უარი. არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა გვქონდეს ის ადგილი, სადაც დავეტევით. პატარა ადგილია პრინციპში - 55 ათასი კაცი ეტევა, მოედანზეც 25 000 რომ გავალაგოთ და დანარჩენი გარეთ იქნება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანად გადმოვიბაროთ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა