მარკ კულსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება
ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
German foreign minister hands over aid to Ukrainian Interior Ministry units
Ukrainian air defense developments to be integrated with NASAMS systems
Russia blocks 15 European media outlets in response to EU sanctions

პაატა ბურჭულაძე - ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა

27.06.2025 ნახვები: 382

ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაუყადაღა, რადგან „უნდა, რომ მიითვისოს“.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯილდო მაქვს მიღებული, თითქმის 150-ზე მეტი. ესაა როგორც მსოფლიოს ქალაქების საპატიო მოქალაქეობა, ასევე დიდებული და უძვირფასესი ადამიანების ჯილდოები. ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა რუსთაველის პრემია, რომელსაც მე უკვე 1991-1992 წლებიდან ვიღებდი და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე მას უნდა გადავუხადო ეს პრემია და მან უნდა მიითვისოს. ვნახოთ, მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რუსთაველი მაინც რუსთაველია“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა