ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

ნიკოლ ფაშინიანი - სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს

25.06.2025 ნახვები: 479

სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს.

„სამართალდამცავებმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს, წევრებისა და მხარდამჭერების სახლებში ჩხრეკას დილიდან ატარებენ.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობამ „კონსტიტუციით დაშვებული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო და ამის მიღწევა კონსტიტუციით დაუშვებელი გზით დაისახა მიზნად“.

გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა „ტერორისტული აქტების ჩადენისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფის წევრებთან ერთად საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები შეიძინა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა