მეუფე ზენონი - ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas
War update: 180 combat engagements over past day
Russia loses 920 troops, 76 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukraine records dozens of hantavirus cases each year – Public Health Center
Zelensky says Putin signals readiness for meetings

ირანი მზად არის აშშ-თან „საკითხები მოაგვაროს“

25.06.2025 ნახვები: 442

ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

პეზეშკიანის თქმით, ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს” და თეირანი მეგობრული ქვეყნებისგან “ნებისმიერ დახმარებას” მიესალმება.

მედია იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი იმის ფონზე გაიმართა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ ბინ ფარხანი კატარში იმყოფება, სადაც “სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს” საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.

საუდის არაბეთის გარდა აღნიშნული გაერთიანების წევრები არიან ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე კატარის წინააღმდეგ ირანის აგრესია იქნება განხილული, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა