თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
სალომე ზურაბიშვილი სენატორ სტივ დეინს შეხვდა
სენატორი სტივ დეინსი მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს
წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა
ნიკა მელიას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან
At UN, Ukraine calls for more pressure on Putin to start real peace process
Russian army’s death toll in Ukraine up by 1,140 in past day
Russia's actions prove unwillingness to achieve peace – UK at UN

ლევან ხაბეიშვილი - სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით არჩევნებს არასდროს ჩაატარებს

28.05.2025 ნახვები: 237

გარკვეულ ჯგუფებს უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის ინიციატივით გამართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, რადგან „ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი“,

„მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს. შესაბამისად, გარკვეულ ჯგუფებს რომ უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია. აქ შეკრებილი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი „მესიჯი“ გვაქვს საზოგადოებისთვის: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს სხვადასხვა როლს, ზოგმა დაირქვას რომ პოლიტიკოსია, ზოგმა - მერობის კანდიდატი და ა.შ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა და ამის შემდეგ ობიექტური არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და როგორი კოალიციური მთავრობა უნდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა