წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა
ნიკა მელიას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან
At UN, Ukraine calls for more pressure on Putin to start real peace process
Russian army’s death toll in Ukraine up by 1,140 in past day
Russia's actions prove unwillingness to achieve peace – UK at UN
Kremlin pushing anti-Ukrainian propaganda across Global South - watchdog
U.S. explains at UN what its withdrawal from Ukraine peace talks would mean
IAEA director general to visit Ukraine and Russia next week

აშშ-ს საელჩო - ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა

28.05.2025 ნახვები: 208

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

“ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა