The Guardian - გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა
დონალდ ტრამპი - ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები
რასა იუკნევიჩიანე - ევროპარლამენტის წევრები თბილისში, პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
გიორგი გახარია - ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს
გიორგი გახარია - „ოცნებას“ იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც არ იმსახურებს
პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია
გიორგი ბაჩიაშვილი განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ხვალ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას გააკეთებს

გიორგი გახარია - ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს

27.05.2025 ნახვები: 222

როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის.

„არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს არ გავიგებ. ეს ყველაფერი მეორე, მესამე, მეოთხე წყაროებიდან საუბარი... არ ვიცი. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო. ეს შედეგი სამართლიანი არის თუ არა, ეს არავის ადარდებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა მოვუსმინოთ გიორგის, რას იტყვის“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა