The Guardian - გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა
დონალდ ტრამპი - ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები
რასა იუკნევიჩიანე - ევროპარლამენტის წევრები თბილისში, პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
გიორგი გახარია - ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს
გიორგი გახარია - „ოცნებას“ იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც არ იმსახურებს
პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია
გიორგი ბაჩიაშვილი განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ხვალ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილი - აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს

26.05.2025 ნახვები: 276

ჩვენ აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა.

მისივე თქმით, ხალხის განწყობები და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ წუთში ე.წ. მმართველი გუნდი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ხალხი, ასევე მაინტერესებს დღეს ჩვენი, ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს.

დღეს საღამოს 21:00 საათზე ჩემი განცხადება იქნება. თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები, რეაქციები და მოწოდებები, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში [რუსთაველის გამზირზე] იმიტომ, რომ ეს განწყობები და ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა