The Guardian - გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა
დონალდ ტრამპი - ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები
რასა იუკნევიჩიანე - ევროპარლამენტის წევრები თბილისში, პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
გიორგი გახარია - ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს
გიორგი გახარია - „ოცნებას“ იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც არ იმსახურებს
პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია
გიორგი ბაჩიაშვილი განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ხვალ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას გააკეთებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

26.05.2025 ნახვები: 271

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პლატფორმა X-ზე ქართულად ავრცელებს.

„ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების - ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე.

მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა