ვულოცავ მამაც ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოლდოვა მხარს უჭერს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი მოგზაურობები შეიძლება ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ღირს ერთად გამგზავრება. საქართველოს გაუმარჯოს!“- აცხადებს სანდუ.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.