თინა ბოკუჩავა 26 მაისზე - ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი"
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვადასტურებთ, რომ ჩვენს თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ მას შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,050 over past day
Three killed, six injured in Kherson region due to Russian attacks over past day
Six Russian arsonist agents detained across multiple regions
Russian sovereign assets to stay frozen until Ukraine compensated – G7
St George's Cathedral in Kaniv transferred to Orthodox Church of Ukraine

მოსამართლე შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა

22.05.2025 ნახვები: 276

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა. 

გადაწყვეტილება შვანგირაძემ თათბირის შედეგად მიიღო.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, რის შემდეგაც ჯაფარიძემ ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე შვანგირაძემ ჯაფარიძე დაცვის გარეშე დატოვა, დარბაზში მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ ის დაიცავს, უბრალოდ სჭირდება დრო მასალების გასაცნობად და შესაბამისად, სხდომის გადადება მოითხოვა.

"24 წელია სასამართლოში დავდივარ, არ დამიშვია, რომ დაცვის გარეშე დატოვებდით ბარდებულს. არ მეგონა ასე თუ მოიქცეოდით. როგორც კი დაიწყეთ გამოცხადება გადაწყვეტილების, სანამ განმარტავდით ჩვენ შევთანხმდით. რომ მე ვიყო მისი ადვოკატი,-თქვა ჩომახაშვილმა.

თუმცა, მოსამართლემ ჩომახაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა ზურაბ ჯაფარიძის დაცვაზე.

“სავალდებულო დაცვა არ სჭირდება“,-თქვა შვანგირაძემ.

მანამდე, მოსამართლე შვანგირაძემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა არ გადადო. 

დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ პროცესზე, მათ შორის ითხოვეს თეა ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვა, ასევე შუამდგომლობა დააყენეს პოლიციის მაღალჩინოსნების - ვაჟა სირაძის და სერგი ბზიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებითაც. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა