ზურა ჯაფარიძე - არასწორი მგონია, რომ იმას, რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არჩევნები დავუძახოთ
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება
გოჩა მირცხულავა: "თუ ბიძინა გადაწყვეტს, ყველა ლიდერს დაიჭერენ"
გაერო - თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დროულად არ მიაღწევს, მომდევნო 48 საათში, შესაძლოა, 14 000 ჩვილი დაიღუპოს
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება
რაჟდენ კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ FARA უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება

ზურა ჯაფარიძე - არასწორი მგონია, რომ იმას, რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არჩევნები დავუძახოთ

20.05.2025 ნახვები: 205

რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ - იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებით სურს, რომ კონკურენტული და მრავალპარტიული არჩევნების მოცემულობა შექმნას და მასში მონაწილეობა „ქართული ოცნებისთვის“ დახმარების გაწევად ჩაითვლება.

„რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ. ეს იქნება უფრო უარესი პროცესი, ვიდრე 26 ოქტომბერს იყო და 26 ოქტომბერს არჩევნები არ ყოფილა. ამიტომ არ შეიძლება ამას არჩევნები დავუძახოთ. იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობა, რეჟიმისთვის დახმარების გაწევა, მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნების დახატვის მცდელობა იქნება, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები არსებობს. ამიტომ ამ ტყუილში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.

ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. მე ამ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვართ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამ პროცესში შევიდეს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

მელიას თქმით, ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანების, პოლიტიკური ორაზროვნების დრო დასრულდა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას აკეთებენ ისინი, შედიან თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა