ზურა ჯაფარიძე - არასწორი მგონია, რომ იმას, რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არჩევნები დავუძახოთ
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება
გოჩა მირცხულავა: "თუ ბიძინა გადაწყვეტს, ყველა ლიდერს დაიჭერენ"
გაერო - თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დროულად არ მიაღწევს, მომდევნო 48 საათში, შესაძლოა, 14 000 ჩვილი დაიღუპოს
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება
რაჟდენ კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ FARA უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება

გაერო - თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დროულად არ მიაღწევს, მომდევნო 48 საათში, შესაძლოა, 14 000 ჩვილი დაიღუპოს

20.05.2025 ნახვები: 198

ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების ის რაოდენობა, რისი შეტანის საშუალებასაც ისრაელი ღაზაში იძლევა, საკმარისი არ არის.

ფლეტჩერმა განაცხადა, რომ გუშინ ღაზას სექტორში დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა, თუმცა ეს „ზღვაში წვეთი“ და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სრულიად არასაკმარისია.

მისი თქმით, ბავშვთა საკვებით დატვირთული დახმარების სატვირთო მანქანები მშვიდობიან მოსახლეობამდე ვერ აღწევენ, რადგან საზღვრის მეორე მხარეს არიან.

ფლეტჩერმა განაცხადა, რომ თუ დახმარება მოსახლეობამდე დროულად არ მიაღწევს, შესაძლოა, 48 საათში 14 000 ჩვილი დაიღუპოს.

“მინდა, რომ მომდევნო 48 საათში რაც შეიძლება მეტი 14 000 ჩვილი გადავარჩინო”, - განუცხადა მან BBC-ს.

როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ დაადგინა გაერომ ეს რიცხვი, მან უპასუხა: „ჩვენ გვყავს ძლიერი ჯგუფები ადგილზე, ბევრი ადამიანი გვყავს ადგილზე - ისინი სამედიცინო ცენტრებში, სკოლებში იმყოფებიან და ცდილობენ საჭიროებების შეფასებას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა