კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება
გოჩა მირცხულავა: "თუ ბიძინა გადაწყვეტს, ყველა ლიდერს დაიჭერენ"
გაერო - თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დროულად არ მიაღწევს, მომდევნო 48 საათში, შესაძლოა, 14 000 ჩვილი დაიღუპოს
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება
რაჟდენ კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ FARA უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება
ანა ბუჩუკური - მელიას შეკითხვა ჩვენთვის რიტორიკულია - დიახ, ჩვენ ვემზადებით მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვის
გიორგი ბარამიძე - უცებ რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები, რაც გვინდა, მერე უნდა ვთქვათ, ცოტა ხანს დაგვაცადეთ, ჯერ მომზადებულები არ ვართ, მოვემზადებით და მერე ჩავატარებთ არჩევნებსო?

ანა ბუჩუკური - მელიას შეკითხვა ჩვენთვის რიტორიკულია - დიახ, ჩვენ ვემზადებით მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვის

20.05.2025 ნახვები: 194

„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ანა ბუჩუკურის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გეგმა, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შემდეგ, ე.წ. სატელეფონო არჩევნებია, რაც მათი მხრიდან არასერიოზულია.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.

რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

მელიას თქმით, ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანების, პოლიტიკური ორაზროვნების დრო დასრულდა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას აკეთებენ ისინი, შედიან თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა