პარლამენტში 29 აპრილს მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, საკანონმდებლო ორგანოში სხვა მედიასაშუალებები კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ
ეკა მიშველაძე - პოლიციამ დამირეკა და მითხრა, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიღომში ჰყავთ გადაყვანილი
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
ნინო ლომჯარია - რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს
სახალხო დამცველი - ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
საია - ამ დროისთვის, არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - მოვუწოდებთ შსს-ს არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით
პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს - დაამატეს სამართალდამცავთა ჯგუფებიც

ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი

03.27.2024 | 16:25 ნახვები: 247

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როდესაც მასიურად რეიტინგების გაუარესება მოხდა რეგიონში, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკის ნდობის მიმართულებით.

„ინვესტორები ზუსტად ამ რეიტინგების მიხედვით ხელმძღვანელობენ თავიანთი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ზოგადად, ქვეყნის ობიექტური აღქმა დაკავშირებულია ამ რეიტინგებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როდესაც მასიურად რეიტინგების გაუარესება მოხდა რეგიონში, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო რეიტინგთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ საბოლოოდ იმას, რომ მივიღოთ ეს საინვესტიციო ხარისხი და უფრო გაიაფდეს ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებს და ეკონომიკურ ზრდას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა