ახლა ამის საჭიროება არ დამდგარა - იოსელიანის თქმით ვახტანგ გომელაურთან საუბრის საჭიროება არ დგას
თეთრი სახლის პრესმდივანი - თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან
ექიმი - დავით ქაცარავას ჩაუტარდა ოპერაცია - მხედველობის მიმართულებით როგორია მისი მდგომარეობა, დილით გვეცოდინება
მშობელი შეძლებს მისვლას და იმ წამლის მიწოდებას - რა ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველს გმირთა მოედანზე დაკავებულ ახალგაზრდაზე
რატომ არ ნახა უშუალოდ ლევან იოსელიანმა დავით ქაცარავა - სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუცია ყველასთან მივა
„სახალხო დამცველს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო" - ლელა ჯეჯელავას პოსტზე გაცემული პასუხი - სახალხო დამცველი არის იქ სადაც უნდა იყოს
პრეზიდენტი - წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება
პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პარლამენტში 29 აპრილს მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, საკანონმდებლო ორგანოში სხვა მედიასაშუალებები კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ

04.29.2024 | 03:06 ნახვები: 263

საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ.

საქართველოს პარლამენტი 29 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია განცხადებაში.

29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განიხილავს. როგორც ცნობილია, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში 15 აპრილს დაიწყო, პირველი განხილვის პერიოდშიც პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი მოქმედებდა - შენობაში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემედიის აკრედიტებული ჟურნალისტები, სხვა მედიას კი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ჰქონდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა