პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და დამტკიცებას დღეს გეგმავს
ჯიმ ო ბრაიენი საქართველოშია
პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა
დღეს დუმილი სირცხვილია! - ბათუმის #2 საჯარო სკოლის თვითმართველობა

პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს - დაამატეს სამართალდამცავთა ჯგუფებიც

04.29.2024 | 00:10 ნახვები: 270

საქართველოს პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს. ჯებირები უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, იმ პერიმეტრზე დაამატეს, სადაც "ქართული ოცნების" ორგანიზებით ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით სცენაა დამონტაჟებული.

აღსანიშნავია, რომ რკინის ჯებირების გარდა, დაამატეს ცოცხალი ძალაც - ადგილზე სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი რამდენიმე რიგადაა განლაგებული.

პარლამენტთან მომიტინგეები ამ დრომდე რჩებიან. მათ წინააღმდეგ შსს-მ ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა