დღეს დუმილი სირცხვილია! - ბათუმის #2 საჯარო სკოლის თვითმართველობა
ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს - მისი ამჟამინდელი აქტივობა გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება
USAID-ის ხელმძღვანელი - ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ჩაახშობს
არმაზ ახვლედიანი - მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო - რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ მთავრობის გადადგომას
პრემიერი - იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა
"მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე" - IDU
"ქართველებს დროის ფუფუნება არ აქვთ, საბოლოო კენჭისყრა ხვალ გაიმართება - მოამზადეთ სანქციები ახლავე" - როიტენი
"ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება... არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან" - როთი

სახალხო დამცველი - ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს

04.29.2024 | 00:52 ნახვები: 268

სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდმსენის განცხადებით, თანახმად, ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს და მიმართავს შსს-ს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ

ასევე, თანახმად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავთა დაპირისპირების კერები, პარალელურად ხდება სამართალდამცავთა მობილიზება, ასევე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა, აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ წიწაკის სპრეის გამოყენების თაობაზეც.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა