პარლამენტში 29 აპრილს მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, საკანონმდებლო ორგანოში სხვა მედიასაშუალებები კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ
ეკა მიშველაძე - პოლიციამ დამირეკა და მითხრა, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიღომში ჰყავთ გადაყვანილი
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
ნინო ლომჯარია - რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს
სახალხო დამცველი - ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
საია - ამ დროისთვის, არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - მოვუწოდებთ შსს-ს არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით
პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს - დაამატეს სამართალდამცავთა ჯგუფებიც

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ულოცავს

03.27.2024 | 09:26 ნახვები: 269

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

ხავიერ კოლომინა აღნიშნავს, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი.

„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ პენალტების სერიაში. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა