შს მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი
Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham
EU considering EUR 100B fund for Ukraine – Bloomberg
US position on support for Ukraine remains unchanged – State Department

პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს სანქციები დაუწესდეთ

30.07.2021 ნახვები: 511

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი" მუშაობს, რომ სანქციები დაუწესდეთ „ქართული ოცნების" ლიდერებს ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს.

როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, ამ ადამიანებმა 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს და არაფრად ჩააგდეს საერთაშორისო პარტნიორები და ფარატინა ქაღალდად გამოაცხადეს შარლ მიშელის შეთანხმება.

„ჩვენი მიზანი არ არის, სანქციები ქვეყანას დაუწესდეს, არამედ გვინდა, პერსონალური სანქციების დაწესება. იმისათვის, რომ შეთანხმება ფარატინა ქაღალდად არ იქცეს, პარლამენტში ორი მიზეზით ვრჩებით - 43 პროცენტიან ბარიერზე ლაპარაკის უფლება გვქონდეს და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. ამ ორი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტო ცხოვრებაში. „ქართული ოცნება" ცდილობს, შეთანხმებიდან გაიქცეს, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, მას სივრცე არ დავუტოვოთ არჩევნებში არმონაწილეობით. მათი გათვლა იყო, რომ პარლამენტიდან წავიდოდით და იმ წესრიგს მოაწყობდა, რაც მას სჭირდება. მათ ამის ფუფუნებას არ მივცემთ. სწორია, რომ საზოგადოების განწყობა გავზარდოთ და კალმის შემოხაზვით „ქართული ოცნება" სახლში გავუშვათ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა