პარლამენტში 29 აპრილს მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, საკანონმდებლო ორგანოში სხვა მედიასაშუალებები კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ
ეკა მიშველაძე - პოლიციამ დამირეკა და მითხრა, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიღომში ჰყავთ გადაყვანილი
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
ნინო ლომჯარია - რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს
სახალხო დამცველი - ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
საია - ამ დროისთვის, არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - მოვუწოდებთ შსს-ს არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით
პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს - დაამატეს სამართალდამცავთა ჯგუფებიც

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამო „აღსარება“ გაიმართა

12.16.2022 | 00:55 ნახვები: 655

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამო „აღსარება“ გაიმართა.

ავტორ-შემსრულებელი მონატრებული მსმენელის წინაშე კარგად ნაცნობი, მაყურებლისთვის საყვარელი და ახალი სიმღერების პრემიერებით წარსდგა. კომპოზიტორთან ერთად სცენაზე, შვილი ცისანა სეფიაშვილი იდგა.

 

საღამოზე, მისული მაყურებელი კომპოზიტორს სცენიდან არ უშვებდა და სიმღერების შესრულებას სთხოვდა, საღამო საკონცერტო დარბაზში 3 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

ჯემალ სეფიაშვილი თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით,  რევაზ ლაღიძის პრემიის ლაურეატი გახდა.

საღამოზე, კომპოზიტორმა მეგობრები სოფიკო ჭიაურელი და მედეა ძიძიგური გაიხსენა.

 

მაყურებელმა კიდევ ერთხელ მოისმინა და ნახა კლიპები „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და „გიხაროდენ“ -მაყურებლისთვის ძველებურად სასიამოვნო და საინტერესო სანახავი აღმოჩნდა, სიმღერების მსვლელობის მსმენელი სიამოვნებას მქუხარე აპლოდისმენტებით გამოხატავდა.

საღამოს მიწურულს კი, მიუხედავად მაყურებლის მოლოდინისა და ვნებათაღელვისა, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჯემალ სეფიაშილის ვარკსვლავი ისევ არ გაიხსნა.

კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, „იმედის“ ეთერში კომპოზიტორმა განაცხადა, რომ მისი ვარსკვლავის გახსნა ძალაინ დაგვიანდა და ის თანახმა არ იყო, რომ ვარკსვლავების ხეივანს მისი სახელობის ვარსვკლავი შემატებოდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა