ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს
გორში პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად 4 სამართალდამცავია დაშავებული, მათ შორის ორი სამხედრო ჰოსპიტალში, ორი კი „გორმედშია“ მოთავსებული
გიორგი გახარია - მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე
არიან ადამიანები სიჩუმის ორივე მხარეს? - რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს?! - გოჩა მირცხულავას ბლოგი
დონალდ ტრამპი რუსეთზე - თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციებიც, არ მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა
ლინდსი გრემი - თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ
კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს

ირაკლი კობახიძე - გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ - კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს

25.06.2021 ნახვები: 233

თუ კახა კალაძე მერობის კანდიდატი იქნება, ის პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამაში და დარწმუნებული ვარ, ასეთია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Eდისონ ღესეარცჰ-ის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას განუცხადა.

„გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ ვიხილეთ კეზერაშვილის სიზმრები დ ამ სიზმრის ახსნა არის მარტივი - მათ სურთ და ოცნებობენ იმაზე, რომ შედგეს „ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას კოალიცია. მარტივად იშიფრება მათი სიზმრები იმ მონაცემით, რომელიც გამოაქვეყნეს. რა თქმა უნდა, ეს არის სიზმრები, ისევე როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ წინა არჩევნებიდან, რომ ვერასდროს ახერხებდნენ შედეგების გამოცნობას. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს კვლევები არის პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი. „ედისონმა" ეგზიტპოლი მიუახლოვა შედეგს. კვლევებში ჰქონდა აცდენა, უხეშად ცდებოდნენ ხოლმე და ეგზიტპოლი ცოტა მიუახლოვეს. რაც შეეხება IPშOშ-ს, მათ საერთოდ 40% დაწერეს ეგზიტპოლშიც კი. ყველამ იცის რომ ეს ციფრები იწერება კონკრეტულ კაბინეტებში", - განაცადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Eდისონ ღესეარცჰ ჩაატარა. კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა შორის 32%-ით კახა კალაძე ლიდერობს, ნიკა მელიას - 17% აქვს, გიორგი გახარიას კი - 15%.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა