ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice
Ukraine to receive about USD 40 M from Japan for critical recovery efforts

რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

06.02.2026 ნახვები: 334

ერთ დროს ქორწინება ადამიანთა ცხოვრების თითქმის შეუცვლელ ეტაპად მიიჩნეოდა ისეთ ნაბიჯად, რომელსაც ყველა ერთგვარი ტემპით, ერთნაირი პერსპექტივით დგამდა. თუ ადრე 18 -20 წელი სტანდარტად მიიჩნეოდა, ასაკმა საგრძნობლად გადაიწია, ახლა წყვილები უფრო 25-30 წლიდან ოჯახდებიან. ძველი მოცემულობას, მხოლოდ ოჯახური ფოტოალბომების ფურცლებზე წავაწყდებით ხოლმე. თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ხშირად აცხადებს: „არ ვიცი, ქორწინება მინდა თუ არა…“ ან კიდევ უფრო გულწრფელად გამოხატავენ და ამბობენ: „მეშინია.“
ეს შიში ფსიქოლოგიაში გამოფობიის სახელითაა ცნობილი და დაოჯახების, პასუხისმგებლობის ან „გადაუწყვეტელი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების“ მიმართ შფოთვითი რეაქციით ხასიათდება. თუმცა მისი განხილვა მხოლოდ პიროვნულ კრიზისად ზედაპირული იქნება. სინამდვილეში, გამოფობია ერთგვარი პასუხია იმ “ახალ” სამყაროზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულში რადიკალურად შეიცვალა: ქორწინების სტატისტიკა იკლებს. ასაკი იცვლება, დაწყვილების ტრადიციები სუსტდება, ხოლო სოციალური ქსელები ურთიერთობების მიმართ მოლოდინებს ამძაფრებს.
რატომ გაჩნდა ქორწინების შიში თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში?
მეცნიერულად, გამოფობიის ფესვები შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, პირადი ტრავმები, დაბალი თვითშეფასება, მშობლების დაუსრულებელი კონფლიქტების ყურება, ასევე სოციალური ფაქტორები. ადამიანი იშვიათად იღებს გადაწყვეტილებებს მხოლოდ პირადი გამოცდილებით მასზე ზემოქმედებს გარეშე ფაქტორები.
ზუსტად ამ ფონს ასახავს ქორწინების თანამედროვე მონაცემებიც. ბოლო წლებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქორწინების ციფრი საგრძნობლად შემცირდა. კვლევებიც ადასტურებს, რომ მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანა მსგავს კლებას განიცდის.
ქორწინების ინსტიტუტის ცვლილებები პირდაპირ აისახება ადამიანების შინაგან რეაქციებზე: თუ ის აღარ არის „სავალდებულო“, წნეხიც ქრება, მაგრამ ამავდროულად ჩნდება ბუნებრივი კითხვა: „მინდა კი საერთოდ?“ ხოლო ამ კითხვას ხშირად მოჰყვება შიში: „ თუ არ გამომივიდა?“ ან „რა მოხდება მომავალში”?
ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული, მაგრამ უპირობო ფაქტორია ეკონომიკური რეალობა. ცხოვრება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, დღემდე ძვირადღირებული გახდა. საცხოვრებელი, ყოველდღიური ხარჯები, განათლება, კარიერის შენარჩუნება. ქორწილი, ოჯახური ცხოვრება, შვილები, ეს ყველაფერი ძვირია და სწორედ ამიტომ ბევრი კვლევა საუბრობს „ქორწინების ხელმისაწვდომობის კრიზისზე“. ადამიანი, რომელსაც ფინანსური ფონი არ აქვს, ხშირად ფიქრობს არა მხოლოდ ემოციით, არამედ შიშითაც: „შემიძლია კი?“ და ამ კითხვას ისევ მოჰყვება გამოფობიის ღრმა განცდები.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სოციალური მედიის გავლენა ურთიერთობებზე იმდენად გაიზარდა, რომ უკვე ადამიანის მოლოდინების ფორმირებას განსაზღვრავს. აქ ქორწინება ხშირად ან იდეალიზებული სურათებით ჩნდება: ზღვისპირა ცერემონია, ბრწყინვალე ფოტოები, „იდეალური“ წყვილები, ან პირიქით, ტოქსიკურ ისტორიებად. ეს უკიდურესობები ქმნის ემოციურ დაბნეულობას: ადამიანი ვერ არჩევს, რა არის ნორმალური, რა რეალური და რა უბრალოდ დადგმული. ასეთ გარემოში ქორწინება ხშირად აღიქმება როგორც მაღალი რისკის ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა უფრო მეტად დააზიანოს, ვიდრე გააბედნიეროს.
ბოლოს კი მინდა ჩემი წარმოდგენა გაგიზიაროთ, გამოფობია არ არის სისუსტე — ის თანამედროვე სამყაროს რეალურ გამოწვევებზე ლოგიკური რეაქციაა!
 
ავტორი: მაგდა კოტრიკაძე,
ფსიქოთერაპევტი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა