14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

რა მოხდა და რა უნდა მოხდეს?! გეგმა - გამოსავალი!

07.05.2022 | 22:59 ნახვები: 1026

პირველყოვლისა მადლობა მოძრაობას „სირცხვილია“ და თითოეულ ადამიანს, მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რომლებმაც ერთმანეთს გვერდით დადგომა ისურვეს 20-24 ივნისს და 3 ივლისს.

3 ივლისის პროცესებისა და ორგანიზატორების მარგინალიზება ან მათი შემართებისა თუ საქმის დამცრობის სურვილი, უტიფრობაა და შემდეგ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ხედვის, გააზრების არ ქონის დასტური.

ტექნიკური მთავრობის, ვადამდელი არჩევნებისა თუ პრემიერ-მინისტრის გადადგომის იდეა მაშინ ხდება რეალიზებული, როდესაც „შენ“ ხარ იქ, სადაც უნდა იყო.

„შენ“ ამ შემთხვევაში არიან თავად აქციის მონაწილეები, ტელევიზორიდან მაცქერალნი და პოლიტიკური კლასი, რომელიც ბოლო დღეებია პირდაპირ თუ შეფარვით აცხადებს - უჩვენოდ ვით იმღერეთა... და მათი განცხადებებიდან გამომდინარე თვალნათლივ ჩანს, რომ ოპოზიციის უმეტესობის ინტერესში არ იყო არც ერთი ზემოთდასახელებული მოთხოვნის შესრულება.

ორი საათით აქციაზე „გამოსეირნება“ რაოდენ დიდი შინაგანი პროტესტიც არ უნდა გქონდეს, ხელისუფლების თუ პროცესის მიმართ, არის ორთქლის გამოშვება.

ვინც სახლში წავიდა 3 ივლისს და დილით ან სოციალურ ქსელს გადაავლო თვალი ან ტელევიზორი ჩართო, რას ელოდა? რომ მათ გარეშე გადადგებოდა მთავრობა, ან პრემიერი ან ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა ვინმე?

საოცარი პრივილეგია მაქვს - "ცნობადი სახე" რომ არ ვარ, რაც მაძლევს იმის შესაძლებლობას, ასეთი აქციების დროს ვიბოდიალო ხალხში, მოვუსმინო ვინ რას ამბობს. ვნახო, ვინ არის „აქ“ და ვინ არა....

გვიან ღამით, სულ ორიოდე პოლიტიკოსი იყო აქციის ორგანიზატორებთან და ადგილზე დარჩენილ აქციის მონაწილეებთან. აქციის მსვლელობისას კი, სხვადასხვა ადგილებში იყვნენ მიმოფანტულნი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ლიდერები.

მათ მინდა ვკითხო: თქვენ თუ ამ პროცესის წარმატება გინდოდათ, ასზე მეტი კი იყავით, ერთს ათი ადამიანი მოგეყვანათ მხარდამჭერი და დაგეტოვებინათ ადგილზე... ა, ახლა მეტყვით, რომ თქვენ არ იყავით ორგანიზატორები და სამოქალაქო პროტესტს ღიად მხარს ვერ დაუჭერდით? და ვინ გთხოვდათ ღიად, ან ორგანიზატორებთან შეთანხმებას - თქვენით გემოქმედათ....

„სირცხვილია“ დაამხობდა ხელისუფლებას, მერე შექმნიდით კოალიციურ მთავრობას, გაინაღდებდით სკამებს და მაგალითად მაქარაშვილს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსობას, ნანკა კალატოზიშვილს, საუკეთესო შემთხვევაში, კულტურის მინისტრის მოადგილეობას შესთავაზებდით. ორივე თავაზიანად რომ გაგიშვებდათ „რუსკი კარბლის“ მისამართზე ხმებს გაუვრცელებდით ელვისებურად, რომ ამბიციური ადამიანები არიან და ა.შ. (ბევრი მინახავს ასეთი ქმედება - მოდელი ყველა ხელისუფლების პირობებში ერთი და იგივეა).

ზუსტად ვიცი და მაქვს შინაგანი რწმენა ამისი, რომ პროცესის ასე განვითარება აწყობდა ოპოზიციას და ავხსნი რატომაც. დეკემბერში, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პროცესი ჩავარდება, უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი გამოვა გარეთ. მათ კიდევ უფრო გააბრაზებს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ "დაიწყება ვიზალიბერალიზაციის გადახედვის პროცესი" (ოპოზიციაში უნდა მიხვდნენ რასაც ვამბობ) და მოვლენები უნდა განვითარდეს ხელისუფლების დამხობის შედეგით.

ოპოზიციაში ეშინიათ, რომ თუ ხელისუფლება შეძლებს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ქვეყნისთვის, მათ მოუწევთ 2024 წლამდე ლოდინი. ამ ვითარებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნებში მათი უპირობო გამარჯვება.

ზემოთ მოყვანილ ორ აბზაცზე ნუ დამიწყებთ დავას, ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ!

ამ ფონზე არსებობს განცდა, რომ ხელისუფლება რეალურად არც მოიკლავს თავს ფორმალურად გასცდეს 12 პუნქტიან გეგმას, მთელ რიგ საკითხებს მიზანმიმართულად ჩააგდებს კიდეც და შეეცდება ნეგატიური შედეგი ოპოზიციას გადააბრალოს.

მედია კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურ ისტერიას და საზოგადოების „პრაგმატულ ნიჰილიზმში“ ყოლას. მარტივი მაგალითი - „შინ ევროპისკენ“ ითხოვს მთავრობის გადადგომას, ტექნიკური მთავრობის შექმნას და პრემიერის გადადგომას. მარტივი რამ ხომ უნდა ესმოდეს მედიას, რომ პრემიერის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთავრობის გადადგომას (!). ესეც გვერდზე დავტოვოთ, აქციამდე სამი, ოთხი დღით ადრე, როცა ახდენს აზრის კულტივირებას, რომ თუ არავინ გადადგება ამას მოჰყვება.... იმდენს ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ამით აქციის ორგანიზატორების მარგინალიზებას ახდენ, მათ წარმოაჩენ სახელმწიფოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამამხობელ ძალად? და აქ უმთავრესია ორი საკითხი - ერთი ორგანიზატორებს ეს მოტივაცია არ აქვთ და მეორე - სახელმწიფოში საკონსტიტუციო წესრიგის მომხრე მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა, სურდეთ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ამისთვის არავის გაუტეხენ თავს - აფრთხობ... თუ პროცესის სწორი გააზრება არ შეგიძლია, ასე მაინც არ უნდა უმტრო არც ორგანიზატორებს და არც ქვეყნის მოქალაქეებს.

და კიდევ ერთი, ვინ და რატომ ბედავს თუნდაც „სირცხვილიას“ და ახალგაზრდების აქტიური ჯგუფების დამუნათებას? სხვას ყველას თავი დავანებოთ, რამდენი მამა იდგა „ბირაჟა მაფიის“ ინციდენტის დროს აქციაზე? რამდენი მამა მივიდა საკუთარი შვილების გვერდით ყოფნისთვის, ბასიანზე, იმ ცნობილ ღამეს? რამდენმა მამამ შეატოვა 2019 წლის 20 ივნისს საკუთარი შვილი პოლიციას? რამდენმა მამამ დაიცვა 5 ივლისს გავეშებული მარბილებისგან საკუთარი შვილი? და აქ მამას რომ ვამბობ, იქვეა დედაც, ბებიაც, ბაბუაც, დაც-ძმაც...

ჰო და, ნურავის ნუ ამადლით - „შეგვკრიბეს და დაგვშალეს“... არავის დაუშლიხართ... რაიმე სახის შედეგი რომ გდომოდათ ახლაც რუსთაველზე იდგებოდით, განსაკუთრებით ისინი, ვინც ნიჰილიზმზე საუბრობთ.... და ისინი, რომლებმაც პროცესს მხარი არ დაუჭირეთ.

 

----

ახლა სხვა პრიზმა... კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე, რომ 20 ივნისს აქციის დანიშვნა და გამართვა იყო სიმბოლურად არასწორი და სტრატეგიულად კიდევ პროცესისთვის მიდევნებული ლამპარი. აქცია უნდა გამართულიყო ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე მინიმუმ 3-4 დღით ადრე.

პოლიტიკურად აბსოლუტურად არასწორი იყო 24 ივნისის აქციაზე უკრაინის პრეზიდენტის და დავით არახამიას ჩანაწერების დემონსტრირება. ესეც უნდა გაკეთებულიყო ბევრად ადრე და საერთოდ სხვა შინაარსით - საქართველოს პრეზიდენტის, მოლდოვის პრემიერის და უკრაინის პრეზიდენტის ერთიანი მიმართვებით ევროკავშირისადმი.

პოლიტიკური პათოსი, შენ კარგი ბიჭი ხარ მაგრამ მამაშენია ჩათლახი, მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ შენ ჩათლახის შვილი ხარ და „იტოგში“ ვინც გეუბნება, რომ „კარგი ბიჭი ხარ“ გულში ამბობს, რომ მაინც ჩათლახის შვილი ხარ.... აი, ტრუმანს, რომ მიაწერენ ის ფრაზაა უტრირებულად და გამგებმა უნდა გაიგოს რასაც ვამბობ.

მე თუ მკითხავთ, თუნდაც 20 ივნისს, მივიდოდი გახარიასთან და ვეტყოდი, გაპატიე და მოდი დადექი საქართველოს გვერდით.

მოკლედ ახლა წარსულს შევეშვათ.... რაც მოხდა მოხდა, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ?

-----

ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის ვნებების მძევალი.

20 ივნისის აქციის შემდეგ ერთმა ნეიტრალურმა პერსონამ ასეთი რამ თქვა: „მე არ მომწონს აქციის ანატომია, მაგრამ საოცრად კმაყოფილი და ამაყი ვარ იმით, რომ აქ რუსეთი ვერასოდეს გაიმარჯვებს, აი, ამის დასტური!“

ამ ფრაზას და გააზრებას აქვს დიდი მნიშვნელობა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა თუ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს - ეს ვიცით რომ არ მოხდება, არამედ არ დავმარცხდეთ საკუთარ თავთან.

ამისთვის კი აუცილებელია:

1. მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ამ მიზნით, შეიქმნას საზოგადოებრივი მედიაციის საბჭო და არა უგვიანეს 25 ივნისისა გამართოს კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გეგმის შესრულებაში მათი უპირობო ჩართულობის შესახებ. მედიაციის საბჭომ გამოაქვეყნოს ყოველი კონსულტაციის შემდეგ კონკრეტული ანგარიშები;

2. 1-ელ აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში და ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გაიმართოს საერთო სახალხო თავყრილობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებების და ოპოზიციური ძალების ლიდერები. თავყრილობაზე უნდა გამოქვეყნდეს მედიაციის საბჭოს შუამავლობით შედგენილი დოკუმენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მას საჯაროდ ხელი უნდა მოაწერონ: საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო პარტიების თავმჯდომარეებმა, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. პარალელურ რეჟიმში ადგილებზე დოკუმენტს ხელს მოაწერენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები, საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;

3. 12 პუნქტიანი გეგმის აღსრულების პროცესში მხარეთა დაპირისპირების, დამატებითი ინსინუაციებისა და ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს ლოკალური ან მასშტაბური კრიზისი, მედიაციის საბჭოს ჩართულობით შეიქმნას დელეგაცია (ხელისუფლება, ოპოზიცია, ექსპერტები), რომელიც კონკრეტულ, ამთავითვე სადავო პუნქტებზე განმარტებების მისაღებად კონსულტაციებს გაივლის ევროკომისიასთან;

4. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მონიტორინგისა და რეაგირების მიზნით, შესაბამის დათქმულ თარიღებში საქართველოს პარლამენტთან გაიმართოს საერთო სახალხო შეკრებები, სადაც საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენენ მედიაციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის (მმართველი პარტია, ოპოზიცია) წარმომადგენლები (აქ ფორმატზე და ფორმაზე შეთანხმება შესაძლებელია);

5. ეთხოვოს მედიას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს და ფართო მსჯელობის საგნად გახადოს, თითოეული კანონპროექტი და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობა. დისკუსიებში აქტიურად ჩართონ სპეციალისტები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები;

6. ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე გასატარებელი რეფორმების აღსრულების პროცესში საქართველოს მთავრობამ ყოველთვიურად წარმოადგინოს ანგარიშები, პარალელურად გამოქვეყნდეს მონიტორინგის ჯგუფების ანგარიშები;

7. 1-ელ დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან გაიმართოს საერთო სახალხო თავყრილობა სადაც 1-ელი აგვისტოს დოკუმენტზე ხელმომწერი პირები საზოგადოებას წარუდგენენ ანგარიშს და მიმართავენ ევროკომისიას, ქართველი ხალხის სახელით, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების თხოვნით;

 

----

რა ხდება თუ ხელისუფლება და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ხელს შეუშლიან პროცესს? სწორედ ის, რაც მოხდა 20-24 ივნისს და 3 ივლისს... ხალხი მოითხოვს პირობების შესრულებას და კეთილს ინებებს და არ წავა სახლში ვიდრე არ მიაღწევს სასურველ შედეგს.

აქვე ვიცი, რომ აუცილებლად გაჩნდება კითხვა - ამ დრომდე მიშა ციხეში იჯდეს? მიხეილ სააკაშვილი - როგორც ამ ქვეყნის, სახელმწიფოს გამორჩეული გულშემატკივარი (სხვა ეპითეტებს არ მოიყვან) იმედია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ თავისი შანსი არ გაუშვას ხელიდან. ახლა არ არის იმის დრო, რომ ვინმეს თავში იხარშებოდეს გეგმა „ამათი“ ხელისუფლების ამ პროცესში დამარცხების შესახებ, რადგან ეს საქართველოს დამარცხებაა და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურება. პირიქით, ახლა ამ ქვეყანას, თუნდაც ყველაზე დაჩაგრული და სახელმწიფოს მიერ რეპრესირებული ნებისმიერი პერსონისგან სჭირდება თანადგომა. რადგან მეტი ევროპა, მეტი ევროპული სტანდარტის კანონმდებლობა არის სწორედ იმის საწინდარი, რომ ჩაგვრაც და რეპრესიებიც საბოლოოდ დასრულდეს და საბჭოთა სისტემა, რომლითაც ბოლო 30 წელია იმართება ეს სახელმწიფო, საბოლოოდ დაინგრიეს.

ივანიშვილი? ივანიშვილმაც უნდა გააკეთოს არჩევანი „მე“-ს და სახელმწიფოს შორის. ეს არ ნიშნავს მისი ქვეყნიდან გაძევებას, ეს ნიშნავს მისი და არა მხოლოდ მისი, მომავლის სწორ გააზრებას.... ( ჩემი პოზიცია ამ საკითხზე დაინტერესებულ;ი პირებისთვის ცნობილია)

პოლიტიკური კლასი? ისინი ვალდებულნი და მოვალენი არიან შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა. ხალხი კი სწორად შეაფასებს თითოეულის ღვაწლს და დაინახავს თითოეულის მიერ გაწეულ ამაგს ამ პროცესში. შესაბამისად, 2024 წელს, სწორედ ამის კვალობაზე გააკეთებს საკუთარ არჩევანს.

არ ვაპირებ დამატებით პოლემიკაში შესვლას, რისი თქმაც მინდოდა თქვი, ჩემს მიერ შემოთავაზებული 7 პუნქტი შესაძლოა, იყოს საბაზისო. ისიც კარგად ვიცი, რამდენი კაცია იმდენი აზრია, თუმცა ახლა ურთიერთსაყვედურების და ქილიკის დრო არ არის. ახლა მოქმედების დროა. თუ გამარჯება და შედეგი გვინდა ახლა უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლო, თუნდაც მიუღებელ პარტნიორებთან, მაგრამ ერთად. სხვაგვარად - ერთმანეთის გინებით, ლანძღვით, დაუსრულებელი ძიძგილაობით დეკემბერში კვლავ ღია კარებთან ვიდგებით და ზღურბლს ვერ გადავაბიჯებთ! გინდათ ეს? - კარგი ბატონო! არ გინდათ - მაშინ მე ჩემი შემოგთავაზეთ!

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი,

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა