ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში
საია - სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
დედაქალაქის მერია: მუხიანში ეზოები დაიტბორა, მდინარე გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა
Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება
რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით ანუ გძულდეს მოყვასი შენი!
კავკასიის უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს

თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან

04.26.2024 | 18:18 ნახვები: 235

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა, თელავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მმართველ პარტიას მიმართა და რუსული კანონის ჩაგდებისკენ მოუწოდა. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ემიჯნება “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გატანას, რადგან მისი მიღების შემთხვევაში, “დავკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება”

“ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს, 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება”, - განაცხადა “ოცნების” დეპუტატმა.

ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში იგი დატოვებს ფრაქცია “ქართულ ოცნებას” და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას.

"ვდებ ფიცს, რომ თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ თანამდებობას. ამას გპირდებით”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას 2021 წლის დეკემბრიდან იკავებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა