ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში
საია - სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
დედაქალაქის მერია: მუხიანში ეზოები დაიტბორა, მდინარე გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა
Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება
რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით ანუ გძულდეს მოყვასი შენი!
კავკასიის უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს

ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად

04.26.2024 | 22:11 ნახვები: 210

რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება „ქმედებებზე, რომლებსაც ჩინური კომპანიები ახორციელებენ რუსული თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერისთვის“.

„ეს არა მხოლოდ უშუალო საფრთხეს ეხება, რომელსაც რუსეთი და უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია წარმოადგენს. საუბარია საშუალო და გრძელვადიან საფრთხეზე, რომელსაც ბევრი ევროპელი ინტუიციურად გრძნობს, რომელსაც რუსეთი მათთვის პოტენციურად წარმოადგენს“, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით აშშ და ევროპელი პარტნიორები პეკინისგან ელიან ნაბიჯებს, რომლებიც ასეთი დახმარების შეკავებისკენ იქნება მიმართული.

„ჩვენ ასევე, როგორც უკვე ვთქვი, განვიხილავთ ქმედებებს, რომლებიც სრულიად მზად ვართ განვახორციელოთ, თუ ცვლილებებს არ დავინახავთ. აშშ-ის შემთხვევაში ჩვენ უკვე შემოვიღეთ სანქციები ასზე მეტი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, საექსპორტო კონტროლი და მსგავსი და სრულიად მზად ვართ ვიმოქმედოთ, მივიღოთ დამატებითი ზომები. ეს ძალიან მკაფიო გავხადე დღევანდელი შეხვედრების დროს“, - განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა შეხვედრები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან, და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვან სიაოჰუნთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა