14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12-პუნქტიანი რეკომენდაცია-პაატა მანჯგალაძე

06.24.2022 | 16:03 ნახვები: 209

„ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ამის შესრულება არის რეალური, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები.

ევროპელმა ლიდერებმა ნათლად გვითხრეს, რომ საქართველოს მმართველობას ჩამოაშორეთ ოლიგარქი, გაატარეთ რეფორმები და იმ წუთიდან ღია იქნება ევროპის კარი, როგორც კი ამას შეძლებთო. სწორედ ეს არის ევროპული პერსპექტივა და ამასთან ცოტა აცდენილები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„კახა კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს და არ ვიცი, რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? – აცდენილები და არეულები არიან. სინამდვილეში, მათ არ სჭირდებათ ევროინტეგრაცია, მათი მთავარი საზრუნავია ივანიშვილისა და მისი მილიარდების გადარჩენა. „ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12 პუნქტი, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ამის შესრულება არის რეალური. ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები. „ქართული ოცნება“ თუ პირობების შესრულებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაშინ ერთი შანსი უნდა მივცეთ, მაგრამ არა იმ პირობით, რომ მომავალში გადაგვაგდონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა