14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში - ვახტანგ გომელაური დმანისში დაპირისპირებაზე

05.17.2021 | 15:53 ნახვები: 245

შინაგან საქმეთა მინისტრი დმანისში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ მოსახლეობის ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა.

გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელის მერე გაძლიერებული იყო პოლიცია, შემოყვანილი იყო მეტი ძალები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გაათმაგებული იყო ძალები, მაგრამ ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში და სიტუაცია ამის შემდეგ განიმუხტა.

დღევანდელზე დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, გუშინდელ ინციდენტზე კი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი.

ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში, აზერბაიჯანი არის ჩვენი მოკავშირე და მეგობარი და ქვეყნის მტერია ის, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა. ამის გაღვივებას და გამწვავებას არ დავუშვებთ. შეიძლება შევხვდეთ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს,"- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გარდაბანში მძიმე ფიზიკური დაპირისპირება ერთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახელებულ ეკომიგრანტებს შორის ამ დროისათვისაც მიმდინარეობს. ადგილზე მოზილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები.

დაპირისპირება გუშინ დაიწყო, რომლის ამსახველი კადრები მედიით გავრცელდა. დანაშაულში ეჭვმიტანილები პოილიციას ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ ყავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა