14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

წიწიბურა, ანუ ჩვენებურად გრეჩიხა, ლობიოს არ შეჭამს

06.11.2022 | 09:28 ნახვები: 785

ყველაზე სახალისო იცით რა არის? ის, რომ ლიფსიტებს არ ესმით, რამდენად პატარები და უმნიშვნელოები არიან. ჭიანჭველა რომელიც ლომს ეტლიკინება და ძველ ქართულად რომ იტყვიან "ედერზკება" - ეს ასოციაცია ჩნდება უნებლიედ, როდესაცა უსმენ ბორენკას მომსახურე პერსონალის დირიჟირებულ ლანძღვა-გინებას დასავლეთის მიმართ.

იმდენად უტვინოები არიან, რომ ვერ ხვდებიან - ხვალ ევროპას მართლაც ტვინი რომ გადაუბრუნდეს - მათ ხაზეინს მარშრუტკის ფული არ დარჩება. ხოლო მათი უწიგნურ-უსაქმური შვილები, რომლებიც ევროპა-ამერიკაში ცხოვრობენ - ჩამოცუნცულდებიან უკან. დასავლეთმა პუტინის და მისი გარემოცვის იზოლირება გაბედა, ესენი ვინ მიგდიან?

რუსეთის იმედი ნუ გექნებათ - რუსეთს დღეს თქვენი დაფინანსებისთვის არ სცალია, თანაც ბევრი გინდათ, კაი ცხოვრებას ხართ მიჩვეულები. არც თქვენი მომხრეების იმედი უნდა გქონდეთ - კოლექტიური ხაინდრავა-მაროშკინას-წიწიბურას გარდა, რომლებიც დიიიიდ უმცირესობაში არიან. ქოცებს იდეური მომხრე არ ჰყავთ - მათ თუ ვინმე მხარს უჭერს - ეგ თავიანთი მათხოვრული ხელფასების გამო - 1- 2 თვე რომ არ გადაუხადონ - თავისი ხელებით გამოათრევენ მაგ ნეხვის ტომარას შუშის კოლბიდან.

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ბევრი თუ იხტუნავეს - შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო გააუქმონ და მთელი მათი მეტადონ-კაი ბიჭ-ქურდული მოკავშირეები, რომელთა უმრავლესობა დედების მიერ ევროპიდან გამოგზავნილი ფულით არსებობს- ხვალ ნულზე დაჯდება. მაგრამ ამათ ეს არ ესმით - იმდენად ტვინგაყინულები არიან...

საკუთარი თავის რეალისტური შეფასების უნარი არა აქვთ - ვერ ხედავენ რამდენად სასაცილოები არიან.

ბორენკა თავის გაუკუღმართებულ პატარა სამყაროში ცხოვრობს - იქ ყველაფერი „დალაგებული“ აქვს თავისი უკუღმართი შეხედულებებისამებრ. თუმცა, ხელოვნურ ქოც-სამყაროს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს - ის საგარეო არენაზე არ მუშაობს. შეგიძლია წლობით დაამონო და დააჩმორო შენი უბადრუკი მოქალაქეები, თუმცა, უცხოეთში ეს „ტრიუკი“ არ მუშაობს“ - „ბუტკიდან“ გამოსული ოლიგარქი აღმოაჩენს, რომ დასავლეთში მისი ყეყეჩობა სასაცილოდ არ ჰყოფნით და არც მისი მილიარდები ხიბლავს ვინმეს - თავისი მილიარდერები ჰყავთ, როგორც იტყვიან, „ვედრო მანეთად“..

უახლოეს პერიოდში ძალიან სასაცილო ამბები გველოდება - ქოცობა დაირაზმება ბორენკას დასაცავად. ხაინდრავა დასავლეთს ერაყის ომს, ლიბიაში ჩარევას და „მასხარა ზელენსკის“ წახალისებას შეახსენებს, ლალი მაროშკინა იწიკვინებს „ბატონბიძინას თავი დაანებეთ, თორემ მთელი საქართველო აჯანყდება“, წიწიბურა-უმცროსი მაღალი კვალიფიკაციის ძველი ბიჭის ტონით იჩხავლებს, რომ „ბიძინას თუ შეეხებით შეგჭამთ ყველას ცოცხლად“.

რისი იმედი აქვთ ნეტავი - ვითომ შეეშინდება ევროპას კოლექტიური წიწიბურების კივილ-წივილის? არარაობები, რომლებსაც ლაპარაკის თავი შერჩათ მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპას მათი გასრესა ეზარება...

ეს ისტერიული მხარდაჭერა და ანტიდასავლური წყევლა ერთ ქართულ ლოზუნგს მაგონეს - „ჩვენსას არავინ შეგვეცილოს, თორემ ისეთ დღეს დავაყრით თავზე, მტერსაც კი გაეცინება“... მართლაც გაეცინა - რისი დამყრელები ხართ, თქვენ ბეჩავებო? ვის აშინებთ თქვენი ნაყიდი მხარდაჭერების გამოფენით და „ტელე იმედზე“ ყეფით? ამით გინდათ შეაშინოთ სიკვდილის ბუზი, რომელიც უკვე დააჯდა ნეხვის ტომარას?

ესენი არ გაჩერდებიან - ბოლოს და ბოლოს იმდენს იზამენ, რომ სანქციები მთელს ქვეყანას დაედება. და ეს იქნება ერთად-ერთი სწორი ნაბიჯი ევროპისგან - ერი, რომელიც ამ ჭიანჭველების თავხედობას იტანს - უნდა დაისაჯოს. მერე ნახონ გრუზინებმა ვინ ვინ არის ამ სამყაროში - თორემ ბოლო წლების მანძილზე ენები ნამეტანი წაუგრძელდათ. დამოკლება არ აწყენთ.

P.S. ჰო, და კიდევ - საქართველო 30 წელზე მეტია დამოუკიდებელი და თუ რამე ვისწავლეთ - ეს პირველ რიგში, ისაა, რომ ვინც ღაღადებს „მარტო ლობიოს შევჭამთ“ - ის თვითონ სულაც არ აპირებს ლობიოზე გადასვლას. არა, წიწიბურა ანუ „ჩვენებურად“ გრეჩიხა ლობიოს არ შეჭამს, არც წიწიუბურას - ის ძვირადღირებულ სტეიკებს მიირთმევს ბორენკას მიერ ნაჩუქარი ფულით. ლობიო - ეს თქვენთვის და ჩვენთვისაა.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა