1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა
მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება
თამარ ჩუგოშვილი - წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს
მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია
ხვიჩა კვარაცხელია - „რეალის“ მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი მათი მოედანზე დამარცხება მინდა
გიორგი ვაშაძე - ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა

05.23.2022 | 11:14 ნახვები: 760

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. წლიურად გაზრდილია ასევე ფასიც, როგორც გასაყიდი, ასევე ქირა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წლის აპრილში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა და 3 329 ტრანზაქცია დაფიქსირდა თბილისში. რაც შეეხება ფასებს, აპრილში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 11%-ით გაიზარდა და 899 დოლარი შეადგინა 1კვ. მეტრის ღირებულებამ. ქირაზე კი ფასი 83%-ით 8.7 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: ჩუღურეთი - 35.8%-იანი ზრდა, დიდუბე - 30.1% და საბურთალო - 28%-იანი ზრდა. ზოგიერთ რაიონში გაყიდვები შემცირდა. ყველაზე მაღალი - 14%-იანი კლება კი ისანში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფასს, წინა თვეში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი ყველა რაიონში აღემატებოდა 2021 წლის აპრილის მაჩვენებელს. ფასები თბილისში ყველაზე მეტად - 16.1%-ით გაიზარდა საბურთალოზე, მას მოსდევს დიდი დიღომი - 14.3%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი ვაკეა, სადაც ფასი წლიურად 10.9%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში ასევე გაზრდილია ქირის ფასიც. კერძოდ, ქირა ყველაზე მეტად - 14%-ით გაიზარდა ისანში, მას მოსდევს დიდ დიღომი - 14.3%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი ნაძალადევია - ფასის 12.9%-იანი მატებით.