14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ჯო ბაიდენის სფიჩი - “დრო თვალს ეფარება” ანუ “პუტინი ცუდია” და “ხალხი კარგი”?

03.27.2022 | 10:20 ნახვები: 550

 სამჯერ მოვისმინე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვა -  როგორც ადამიანი, ვისაც რაღაც შეხება მქონია ამ პროფესიასთან, ვიტყვი, რომ წმინდად სფიჩრაიტერული თვალსაზრისით, უძლიერესი სიტყვა იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნუ გეშინიათ” - დაიწყო ბაიდენმა დიდი პაპის, იოანე პავლე მეორეს (პოლონელი კარლ ვოიტილას) ისტორიული მესიჯით.

ოღონდ..... წმინდა რიტორიკული შეფასებების გარდა საზრისნიც ხომ უნდა ვიგულისხმოთ?

პრობლემა ის კი არ არის მხოლოდ, რომთემურ ლენგზემჭერმეტყველება არ ჭრის ზოგადად.

და არც ის (მხოლოდ), რომ მართალია ითქვაპუტინი ხელისუფლებაში არ უნდა დარჩესო”, რაც აჩენს ეჭვს, რომმედვედევი სჯობიაანნავალნი სჯობიადა სხვა მსგავსნი მაშინ, როცა პრობლემა არც პუტინია და არც მედვედევი. პრობლემა რუსეთისდეიმპერიალიზაციაა”. ისევე, როგორც თავის დროზე გერმანიის დენაციფიკაცია იყო.

ეს იგულისხმებაო”...... არა. არ იგულისხმება, სანამ არ გაჟღერდება!

არ გაჟღერებულა. მოისმინეთ, დარწმუნდებით.

ნაგულისხმევობასამკვდრო-სასიცოცხლო მესამე მსოფლიო ომის დროს არ ჭრის ისევე, როგორც თემურ ლენგზე არ ჭრის ყველაზე დიდოსტატურად მიგნებული რიტორიკული ფიგურები.

პუტინი ცუდიადახალხი კარგი”, რაც ამ სფიჩის დედააზრი გამოვიდა - უკაცრავად, იმპერიალიზმი ამ ხალხის დომინანტური უმრავლესობის ეჭვმიუტანელი ღირებულებაა. სანამ ეს არ გაჟღერდება, სხვა ყველაფერი ფუჭი იქნება.

ოღონდ ესეც არაა მთავარი პრობლემა

მთავარი და პირადად ჩემთვის გულისმომკვლელი პრობლემა იცით რა არის?

ის, რომ ეპოქა, რომლის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენლის, დიდ რონალდ რეიგანთან ერთად იმ ეპოქის კორიფეს, პაპ იოანე პავლე მეორეს მესიჯითაც დაიწყო ბაიდენმა სფიჩი.......დიახ, ის ეპოქა და მისი სულისკვეთება, თანდათანთვალსა და ისტორიულ წყვდიადს ეფარება”.

ხომ არის ასეთი გენიალური ქართული გამოთქმა - “დრო თვალს ეფარება”.....

შესაბამისად მისი ვნებები, მისი პრიორიტეტები, მისი რიტორიკული ფიგურები, მისი არქეტიპები, მის მიერ შექმნილი ღირებულებები და თვით სულისკვეთებაც კი, წლების სიმძიმის გამო., თანდათან ხუნდება, “დევალუირდება”, სულ უფრო შორეული და ახალი თაობისათვისმხრების აჩეჩვამდეგაუგებარი ხდება.

აი ესაა მთავარი უბედურება რაც საბედისწერო საფრთხეს გვიქმნის თანამედროვე ლანგ-თემურის წინაშე!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, საბრალო(!) გულწრფელმა რომანტიკოსმა, ფრენსის ფუკუიამამ გულამოსკვნით დაწერა: “1989 წლის სულისკვეთება მაინც უკვდავიაო”.

ამით დაადასტურა: აბსოლუტურად გულწრფელი იყო მის დიდ ილუზიაშიისტორიის დასასრულისშესახებ.

და თუ რას გულისხმობდა, თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა, სამწუხაროდ, ამას ვერ გაიგებს. ვერა!

ვერაფრით ვერ გაიგებს, რა ჭკვიანებიც არ უნდა იყონ (ჩვენზე ბევრად ჭკვიანები არიან) რა გამჭრიახნიც არ უნდა იყონ (ჩვენზე ბევრად გამჭრიახნი არიან) რამდენად უფრო ინფორმირებულნიც არ უნდა იყონ, რადგან......ის სულისკვეთება, რომელიც ყველას დაგვეუფლა, როცა Pink Floyd-ის აკომპანემენტით, გიჟური სიხარულით ვადევნებდით თვალს ბერლინის კედლის ნგრევას, ისტორიის მრისხანედ მბრდღვინავ ცეცხლში იფერფლება.

ეს სულისკვეთება მათი არ არის. ხოლოჭეშმარიტი ისტორია ისაა, რაც განცდილია”.

ისკოორდინატთა სისტემა”, რომლის განზომილებით წერტილებს 1989 წელს ქმნიდნენბერლინის კედელი”, პაპი იოანე პავლე მეორე, “რკინის ფარდა”, “საბჭოთა ბლოკი”, დიდი რონალდ რეიგანი, კომუნიზმი, დისიდენტური მოძრაობა, პრაღის გაზაფხული, სსრკ-დან ემიგრაცია, ბრეჟნევის მარაზმი, ალექსანდერე სოლჟენიცინი, ანდრეი სახაროვი, საოცნებო ნიუ იორკის მიუწვდომლობა.....გაცვდა, დაჭკნა და აღარ არსებობს.

ჰოდა, იმ სისტემაში ოპერირებით, ბატონო პრეზიდენტო, პუტინს ვერ დაამარცხებთ, ვერა!

ბრეჟნევის დროსნორნიკელისდირექტორი FC “ჩელსისარ ფლობდა, ხოლო სტამბულში მოსკოვიდან გადაფრენა 40 რუბლად არ იყო შესაძლებელი. ისევე, როგორც ინტერნეტში Pink Floyd-ის შედევრთა მობილურზე გადმოქაჩვა.

აი ზუსტად ამიტომ, პუტინის იმპერიალისტური ფენომენი ისტორიულად ბევრად სახიფათოა სინამდვილეში.

ამით არის იგი აქტუალური. ხოლო მასთან საბრძოლველად წარსულის მესიჯებით ოპერირება (როცა ნამდვილი პრობლემის, ანუ ისტორიული რუსული იმპერიალიზმის ხსენებას ერიდები), სრულებით ფუჭი და არარელევანტური.

ახალ ეპოქას კოორდინატთა ახალი სისტემა, წინააღმდეგობის ახალი ფილოსოფია და ახალი თაობის ლიდერშიპი სჭირდება.

ბაიდენი წარსული ეპოქის ადამიანია.

თანაც...... რონალდ რეიგანი ნამდვილად არ არის პიროვნულადაც.

დათო გამცემლიძე - ისტორიკოსი, ჟურნალისტი

ფოტო: AA

ყველას ნახვა
ყველას ნახვა