მზია ამაღლობელი - მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
ზვიად ცეცხლაძე - ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა
მეუფე ზენონი - ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება

11.05.2026 ნახვები: 205

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მესამემ განაცხადა.

როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა