ზვიად ცეცხლაძე - ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა
მეუფე ზენონი - ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas
War update: 180 combat engagements over past day
Russia loses 920 troops, 76 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukraine records dozens of hantavirus cases each year – Public Health Center

ზვიად ცეცხლაძე - ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა

11.05.2026 ნახვები: 171

ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში, - ამის შესახებ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების საქმეზე მსჯავრდებულმა ზვიად ცეცხლაძემ სააპელაციო სასამართლოში დასკვნით სიტყვის დროს განაცხადა.

„პროკურატურა მე აქციის ორგანიზებას მედავება 28 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე. საქმეში კი არიან დაზარალებულები, რომლებმაც დაზიანებები 28 ნოემბრიდან - 29 ნოემბრამდე მიიღეს. აცხადებდნენ, რომ ჩემი ვიდეოთი დაორგანიზდა რაიმე ჯგუფი. აქციაზე კი პირველად 30 ნოემბერს ვიყავი. იმდენად მცემეს, რომ ფეხსაცმელიც აღარ შემრჩა. ავედი უნივერსიტეტში და ჩავწერე ვიდეო.

ჩემს წინააღმდეგ კი პროკურატურის მთავარ მტკიცებულებას ხმა არ აქვს. შემდეგ კი დასაკითხად მოსულმა მოწმემ მოიტანა ეს ვიდეო მეხსიერების ბარათით, თუმცა იმ ვიდეოს წარმომავლობა არ ვიცით.

ჩემი დაკავება 4 დეკემბერს მოხდა, უნივერსიტეტთან. პირადი ჩხრეკის დროს ვერაფერი ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მომათავსეს მანქანაში, სადაც რამდენიმე საათი ვიმყოფებოდი. მოწმემ კი განაცხადა, რომ მე არა დაკავებული, არამედ შეჩერებული ვიყავი, თუმცა გადაადგილების საშუალება არ მქონია.

სახლში ჩხრეკის დროს, აალებადი ნივთიერებები ჩამიდეს. ადვოკატი ჩხრეკას არ დაასწრეს. ჩხრეკის ოქმს კი ხელი არ მოვაწერე.

ჩემს წინააღმდეგ, უდანაშაულობის პრეზუმფცია კი არ დაირღვა, არამედ გაიყიდა. რიგი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ კრიმინალები ვიყავით. მზია ამაღლობელზე გამოვიდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დამკავებელი ადამიანი და თქვა, დავალება მიიღო, რომ პოლიციელისთვის დაერტყაო. „რუსთავი 2“-მა მთელი სიუჟეტი მომიძღვნა, როგორ დავგეგმე ტერორისტული აქტი. ეს არის იმიჯის მიზანმიმართული შელახვა.

ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში. ჩემი, როგორც აქტივისტის მიზანი დესტაბილიზაციის შემოტანა კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. როგორც მომავალ იურისტს მინდა, რომ სასამართლო იყოს ყველაზე ძლიერი.

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ უყურებს საზოგადოება სასამართლოს. საზოგადოება კი სასამართლოს სკეპტიციზმით უყურებს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მართლმსაჯულების უზენაესობა",- განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა