აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, რომელშიც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილმა ეს დოკუმენტი ოჯახის წევრებს გადასცა, მათ კი ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციას გადაუგზავნეს.
უფრო კონკრეტულად, ეჭვმიტანილის ძმამ პოლიციას სავარაუდო მანიფესტის შესახებ შეატყობინა. გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა და პოლიციამ ეჭვმიტანილის და დაკითხეს. მისი თქმით, ძმას რადიკალური განწყობები ჰქონდა.
ამასთან, ეჭვმიტანილის დამ გამომძიებლებს განუმარტა, რომ მისმა ძმამ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მშობლების სახლში ინახავდა, რაზეც მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ