გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა 27-30 აპრილს სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონს, ნიუ-იორკსა და ვირჯინიას ეწვევიან.
მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პირველ ლედისთან მელანია ტრამპთან პირველ, არაოფიციალურ შეხვედრას ორშაბათს გამართავენ. სამშაბათს კი ისინი კვლავ შეხდვებიან ერთმანეთს თეთრ სახლში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის დროს.
ასევე სამშაბათს, მეფე ჩარლზი სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წინაშე. ეს ღონისძიება მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც ბრიტანელი მონარქი კონგრესის წინაშე გამოვა, მას შემდეგ, რაც დედოფალი ელისაბედ II 1991 წელს სახელმწიფო ვიზიტის დროს სიტყვით გამოვიდა.
დონალდ ტრამპი და მეფე ჩარზლი სიტყვით გამოვლენ სახელმწიფო ვახშამზეც, რომელიც სამშაბათს საღამოს გაიმართება.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ