ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?
ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან

26.04.2026 ნახვები: 171

შვებით ამოვისუნთქე, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი, ასევე თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე მომხდარ ინციდენტს.

„ძალადობის ადგილი პოლიტიკაში არასდროს არის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა