ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?
ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს
სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილი - სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? ტელეეთერის შესავსებ მოლაპარაკე თავებად იქეცით, აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

26.04.2026 ნახვები: 205

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც მამაკაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილმა საიდუმლო სამსახურის აგენტს ცეცხლი თოფიდან ესროლა.

ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაშავებული ოფიცერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტით იყო დაცული და კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტით და რამდენიმე დანით. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

ყოველწლიური ღონისძიება "ვაშინგტონ ჰილტონის" სასტუმროში გაიმართა, რომელსაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მედიისა და მთავრობის ასობით წარმომადგენელი. სადილს, საერთო ჯამში, დაახლოებით 2 600 ადამიანი ესწრებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა