ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის
ჯუანშერ ბურჭულაძე - ეს იყო ჩემი ცოლის ძმის ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ - მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ
ლევან ხაბეიშვილი - რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ
დონალდ ტრამპმა სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროება დაავალა
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს
Police detail seven-month operation behind UAH 400M drug seizure
DIU conducts tactical control exercises for future Air Assault and Marine Corps officers
Slovakia extends temporary protection for Ukrainians until 2027

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის

20.02.2026 ნახვები: 171

მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მზად ვართ ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან. მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ მივიღოთ ულტიმატუმები. ისინი აგრესორები არიან. ყველამ აღიარა ეს. ეს არ შეცვლილა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბევრი ქვეყანა, რომელიც ომის დასაწყისიდანვე იყო ან ცდილობდა ყოფილიყო შუამავალი, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე სხვა ქვეყნებში, ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია.

„ამიტომაც უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“ - ეს დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% წაიღეს. და ჩვენ მზად ვართ ამ მომენტში მშვიდობაზე ვისაუბროთ „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“-ს საფუძველზე. ეს დიდი კომპრომისია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის კომპრომისებისთვის, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის.

„რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რისთვის არიან მზად? მათ თქვეს: „ჩვენ მზად ვართ არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები“. მაგრამ ეს ტერორიზმია. ეს ტონიც კი ტერორიზმია. „მზად ვარ, არ მოგკლათ - მოგვეცით ყველაფერი“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: მზად ვართ, კომპრომისებისთვის, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ხალხს და შვილებს, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა