ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს
Police detail seven-month operation behind UAH 400M drug seizure
DIU conducts tactical control exercises for future Air Assault and Marine Corps officers
Slovakia extends temporary protection for Ukrainians until 2027
Russia recruited over 1,000 Kenyans to fight in Ukraine – Le Monde
FSB agent preparing assassination attempt on government official detained in Kirovohrad region
Nawrocki signs law introducing new rules for assistance to Ukrainian refugees
Zelensky on peace talks: Further steps will be determined at Friday meeting

WSJ - დონალდ ტრამპი ირანზე შეზღუდულ სამხედრო თავდასხმას განიხილავს

20.02.2026 ნახვები: 215

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ირანზე შეზღუდულ სამხედრო თავდასხმას, რათა აიძულოს თეირანი, ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით თავის მოთხოვნებს დათანხმდეს, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს იქნება თეირანზე ზეწოლა შეთანხმების მისაღწევად პირველი ნაბიჯი, თუმცა ის არ გულისხმობს სრულმასშტაბურ თავდასხმას, რამაც შესაძლოა, მწვავე საპასუხო დარტყმა გამოიწვიოს.

ანონიმური წყაროს ცნობით, თუ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდება, პირველი დარტყმები შეიძლება, რამდენიმე დღეში განხორციელდეს, ხოლო თავდასხმა რამდენიმე სამხედრო ან სამთავრობო ობიექტზე იქნება მიმართული. იმ შემთხვევაში, თუ ირანი კვლავ უარს იტყვის ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე, აშშ უპასუხებს ფართომასშტაბური თავდასხმებით რეჟიმის ობიექტების წინააღმდეგ, რაც, შესაძლოა, თეირანის რეჟიმის დამხობას ისახავდეს მიზნად.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპმა შესაძლოა, ეტაპობრივად გააძლიეროს იერიშები, დაიწყოს მცირე დარტყმებით და გადავიდეს უფრო მასშტაბურ შეტევებზე, ვიდრე ირანის რეჟიმი, ან არ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას, ან არ დაემხობა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა