საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russia loses 740 soldiers, one air defense system in war against Ukraine over past day
Border guards destroy 'Msta-S' self-propelled howitzer with drones in Southern Slobozhanshchyna sector
USF strikes 240 targets in Russian rear over 48 days
Poland may take part in Board of Peace only as observer, Tusk says
Ukraine’s forces stop Russian advance on Lyman front using night FPV drones
Ignat denies reports of foreign F-16 pilots operating in Ukraine
Zelensky says Ukrainians won’t let him hand Donbas over to Russia

ჯეი დი ვენსი - დონალდ ტრამპის დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და გათვალისწინებას არ ცდილობენ

18.02.2026 ნახვები: 185

მოლაპარაკებებისას ნათელი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

მისი შეფასებით,  გარკვეული თვალსაზრისით, მოლაპარაკებები კარგად წარიმართა.

„ჩვენ ძალიან გვსურს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს საკითხი მოვაგვაროთ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით, თუმცა პრეზიდენტს მაგიდაზე ყველა ვარიანტი აქვს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გარკვეული თვალსაზრისით კარგად წარიმართა. შეთანხმდნენ კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, თუმცა სხვა მხრივ სრულიად ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ“, – განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“.

ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ირანის მთავრობისგან ელოდება დეტალურ წინადადებას, რათა იმსჯელონ ორი მხარის პოზიციებს შორის არსებულ განსხვავებებზე.

ცნობისთვის, დღეს ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა