ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ 20 წლის მონაპოვარს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო, „გრანტების შესახებ“ კანონზე ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის
განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას
მურთაზ ზოდელავა - თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი
პაატა ბურჭულაძე - თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი
Zelensky enacts NSDC decision on security guarantees for Ukraine

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ 20 წლის მონაპოვარს

12.02.2026 ნახვები: 171

ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ოცი წლის მონაპოვარს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ აკადემიური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ განათლების მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

ნინო დობორჯგინიძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება.

„საზოგადოებას გამოუცხადეს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ილიას უნივერსიტეტის 97-98% ფაქტობრივად დაშალეს, დაანგრიეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ არ აიღოს. ამას ვერანაირად ვერ დავუშვებთ.

ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას და ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ამ ოცი წლის მონაპოვარს“, - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა