ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ 20 წლის მონაპოვარს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო, „გრანტების შესახებ“ კანონზე ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის
განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას
მურთაზ ზოდელავა - თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი
პაატა ბურჭულაძე - თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი
Zelensky enacts NSDC decision on security guarantees for Ukraine

ევროკავშირის წარმომადგენლობა - პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო, „გრანტების შესახებ“ კანონზე ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა

12.02.2026 ნახვები: 195

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, ხოლო 12 თებერვალს, ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა.

პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.

„პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს მხარემ, ასევე, ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე–20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა